„Natia Talks“ ნანა ჩარკვიანთან ინტერვიუს ფრაგმენტს გვიზიარებს.
ნანა მამაზე, ირაკლი ჩარკვიანზე და მასთან კავშირზე საუბრობს.
„2 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაგრამ მამაჩემის შვილი მაინც ვარ და მაგან გამზარდა იმიტომ, რომ არ დამტოვა არასდროს მარტო, ყველგანაა ქუჩაში იქნება, თუ ხალხში, ყოველთვის არსებობდა და ახლოს იყო ჩემთან…
მაქვს ძალიან მაღალი იდეალები, მამისგან, ბაბუისგან, დიდი ბაბუისგან ეგ ცოტა მირთულებს ხოლმე ცხოვრებას…“-აღნიშნავს ნანა ჩარკვიანი.
