LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ირაკლი რომ გარდაიცვალა, 2 წლის ვიყავი, მაგრამ მამაჩემის შვილი ვარ მაინც, მან გამზარდა, არასდროს დამტოვა, ყოველთვის არსებობდა და ახლოს იყო ჩემთან…“ – ნანა ჩარკვიანი Natia Talks-სთან მამის შესახებ საუბრობს

282
ნანა ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, ნანა Natia Talks-სთან მამას იხსენებს:

„ყოველთვის ემოციური თავგადასავალია მისი სიმღერების მოსმენა, ზოგი სიმღერა მკლავს და ცუდად მხდის ფიზიკურად… ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, არის ინსპირაციის წყარო…“

ნანა ჩარკვიანი პასუხობს კითხვას, ეძებს თუ არა მამისნაირ მამაკაცს და როგორი ბიჭები მოსწონს:

თუ დაინახეთ სადმე ერთი ირაკლი ჩარკვიანი, გამოუშვით, მაგრამ არ მგონია… როგორი ბიჭები მომწონს იცი? რომლებიც არიან ისინი, ვინც არიან. არ მიყვარს მსახიობი ბიჭები, პროფესიას არ ვგულისხმობ. კარგია ნიჭიერ ადამიანთან ცხოვრება, მაგრამ რთულია.

ბოლო 4 წელია, ფინანსურად და ყველანაირად დამოუკიდებელი ვარ. ზოგჯერ ჩემი გულისნადების სხვასთან გაზიარების პრობლემა მაქვს. ვცდილობ, უფრო გახსნილი ვიყო ინტერვიუებში. ჩემი აზრით, საჯაროდ უნდა ილაპარაკო პრობლემებზე.

ირაკლი რომ გარდაიცვალა, 2 წლის ვიყავი, მაგრამ მამაჩემის შვილი ვარ მაინც, მან გამზარდა, არასდროს დამტოვა, ყოველთვის არსებობდა და ახლოს იყო ჩემთან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები