ჟურნალისტი და მწერალი, დათო გორგილაძე ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რა დროსაც მას „POS TV“-ის ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბერძენიშვილის საავტორო წიგნს აქვეყნებს.
ჟურნალისტი საზოგადოებას და განსაკუთრებით, ლევან ბერძენიშვილის მაგინებლებს, მოუწოდებს მისი მოსაზრებით, საუკეთესო დოკუმენტური პროზა წაიკითხონ:
„იმას აღარ მოვყვები, რა როლი აქვს ამ კაცს თაობების წიგნთან მიბრუნებასა და წიგნთან დამეგობრებაში. არც იმაზე დაგაკარგვინებთ ძვირფას დროს, რა ბანალური, ერთუცნობიანი ბოროტებაა მის წინააღმდეგ დაქოქილი კამპანია.
მაგ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად ჩემთვის, თასმის შეკვრაზე მარტივია [ვიცი, რომ გამონაკლისის სახით არსებობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ვინც ვერაფრით აუღო ალღო თასმების შეკვრას].
ლევან ბერძენიშვილი: „გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა, ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი“
"სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო."
უბრალოდ, სავსე გულით მინდა, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ – ჩემი აზრით, ერთერთი (ამ სიტყვას დეფისის გარეშე ვწერ, შეცდომად ნუ ჩამითვლით) საუკეთესო დოკუმენტური პროზა, რაც კი ქართულ ენაზე დაწერილა. განსაკუთრებით კი ის მინდა, რომ მისმა გულშემატკივრებმა და მხარდამჭერებმა კი არა, მაძაგებლებმა, მდევრებმა და მაგინებლებმა წაიკითხოთ.
რა გვყოფს ვიცით. აქ ჩვენი აზრები ვერ გადაიკვეთება და ეს ნორმალური პროცესია (სანამ ერთმანეთს გინებას არ დავუწყებთ, ან ხელით არ შევეხებით).
იქნებ მივეძალოთ იმას, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს – კარგ ლიტერატურას.
Levan Berdzenishvili ტანკივით!!!“ – წერს დათო გორგილაძე.