LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი: „გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა, ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი“

300
BeFunky-collage

„გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა,“ – ასე ეხმაურება პროფესორი ლევან ბერძენიშვილი ქუჩაში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მას POSTV-ის ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მას ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ახლოს არ მიაქვს.

„ცოტა გამიკვირდა სწორედ იმის გამო, რომ გულწრფელი არ იყო. ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი. ცოტა გაუგებარია: ადამიანთან პრეტენზია როცა გაქვს, სულ სხვანაირად იქცევი ხოლმე. მაგრამ აქ ვართ არათანაბარ პირობებში: იმან იცის მე ვინ ვარ, მე არ ვიცი, ის ვინ არის.

ვერ ხვდება, რომ ასეთ დროს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ არ გრძნობს თავს უხერხულად. რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა. ახლა რომ ვუყურებ [ვიდეოს], სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ძალიან ახლოს არ მიმაქვს, რადგან მე ცოტა მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები