LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ხუჯაძე: „ჩემი შვილი უკვე მღერის და ცეკვავს, ნიჭი აღმოაჩნდა…“

6564
დათო ხუჯაძე

დათო ხუჯაძე მალე კარიერულ სიახლეებს შემოგვთავაზებს.

fortuna.ge-სთან მუსიკალურ და ოჯახურ თემებზე ისაუბრა.

დათო ხუჯაძე: 

„ორი კლიპის გადასაღებად მივემგზავრები თურქეთში, ერთი თურქ მომღერალთან ერთად „ჯანაიას“ რემიქსია, მეორე დუეტი ლაზ მომღერალთან ერთად ჩავწერე. სიმღერები უკვე მზადაა. ვმუშაობ სომხურ ენაზე სიმღერა, გადაღებაში ვმონაწილეობ სომხეთში და საჭირო იყო. მე დავწერე სხვათა შორის ეს სომხური სიმღერა, ახლა ტექსტი იწერება. „სახესთან“ ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობთ და ამ ზაფხულისთვის გვინდა მოვასწროთ ახალი სიმღერები კონცერტებისთვის.

შენი პატარა გოგონა ხომ არ ამღერდა?

ჩემი შვილი უკვე დიდი გოგოა, დარბის, ძალიან მუსიკალურია, ცეკვავს და მღერის. საბავშვო სიმღერებს ჰყვება ერთი წლისა და ერთი თვის ბავშვი. ასე რომ, ნიჭი აღმოაჩნდა. ბუნებრივია, ეს ძალიან მომწონს.

გინდა, რომ მომღერალი იყოს?

თავისთვის რომ იცოდეს, კარგი იქნება. როგორც კი წამოიზრდება, შევიყვან მუსიკაზეც და ცეკვაზეც.

ჩემი უფროსი ქალიშვილიც ძალიან მუსიკალური გოგოა, უკრავს პიანინოზე.

მამობა მოწიფულ ასაკში როგორია?

მინდა გითხრა, რომ მშვენიერია!.. გრძნობები უფრო გამძაფრებულია ალბათ, ამ ასაკისთვის მაინც სხვანაირი შეგრძნებაა.  უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.

რას აკეთებთ ხოლმე ერთად?

ძირითადად, ვაწვალებ. თუ მისახმარებელია, არ არის პრობლემა, ეს შემიძლია.

მეორე ქალიშვილ დიდია და იმის წვალება აღარ გამოდის, მაგრამ ხანდახან იმასაც ვაწვალებ ხოლმე.

მასთან ერთად რაიმეს ხომ არ გეგმავ, რადგან უკრავს?

თუ თავად მოინდომებს, ხელს შევუწყობ, დაძალება გამორიცხულია.

გოგონების მამობა ალბათ განსაკუთრებულია…

ამასაც ცოდნა უნდა. სიბერეში წყალს მაინც მოგიტანენ (იცინის).

რომ გაიზრდებიან, დაუშლი რაღაცებს?

ბუნებრივია, რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება, ყველაფერს დავუშლი. ცხოვრება წინ წავიდა და ცივილიზაცია შეიცვალაო, ეს ჩემგან ცოტა შორს არის. წესი წესია. მინდა, ჰქონდეთ ქრისტიანული, ქართული, ადამიანური ფასეულობებია. უფროს ქალიშვილს უკვე ვუხსნი ყველაფერს. მეც ასე ვარ გაზრდილი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g