LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი: “პუტინი საქართველოს ისტორიაზე ისეთ საოცრებებს ამბობდა, მის დებილ მრჩეველს ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელი სამიანს არ აღირსებდა”

270
BeFunky-collage

მწერალმა დათო ტურაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან და ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია “ტვ პირველის” ეთერში დააფიქსირა.

როგორც მან აღნიშნა, წლების წინ უკრაინაში ჩავიდა წიგნის ფესტივალზე და უკრაინულად წიგნი ვერ ნახა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ისევ მოუწია ჩასვლა და ვითარება რადიკალურად იყო შეცვლილი – ადგილზე უკვე რუსული წიგნი ვეღარ ნახა.

“რამდენიმე თვის წინ მოვისმინე პუტინი საქართველოს ისტორიაზე საუბრობდა და ისეთ საოცრებებს ამბობდა, მის დებილ მრჩეველს ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლებელი სამიანს არ აღირსებდა.

ასეთივე ისტორია იცის უკრაინაზე და ამიტომ ეგონა ალბათ, რომ პურმარილით დახვდებოდნენ…

იმდენი ქნა რუსეთმა, რომ ყველა უკრაინელი გადაიმტერა, მათ შორის ეთნიკური რუსებიც. გუშინ რომ გაათავისუფლეს მარიუპოლის მერი, ის ეთნიკური რუსია,” – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g