მსოფლიოს რესტორნების უმრავლესობა 100%-ით საკვებზეა ორიენტირებული და ცდილობს სტუმარი რაც შეიძლება განსხვავებული და არომატული კერძით მოხიბლოს. შედეგად ისინი მზარეულთა ოსკარის – მიშლენის ვარსკვლავის მფლობელები ხდებიან. თუმცა, არსებობენ ისეთი რესტორნებიც რომლებიც საკვებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მეტ ყურადღებას უნიკალურ ლოკაციასა თუ განსხვავებულ დეკორაციას უთმობენ.

1. რესტორანი ჩანჩქერზე, ფილიპინები

დაწესებულება ზუსტად ისეთია, როგორიც წარმოგიდგენიათ. რესტორნის სტუმრები ჩანჩქერის პირას სხედან, ფეხები წყალში აქვთ ჩაყოფილი და ტრადიციული ფილიპინური სამზარეულოთი ტკბებიან.

2. ხეზე ვახშამი, ტაილანდი

თუკი ბუდეში ვახშამი თქვენი ოცნებაა, მაშინ ტაილანდს უნდა ესტუმროთ. ბუდე კი პირდაპირ ხეზეა დაკიდებული და ასეთი ვახშამი ცოტა არ იყოს ექსტრემალური გამოდის.

3. წყლისქვეშ, მალდივები

რესტორნის კონცეპტი საკმაოდ მარტივია, მანამ სანამ სასურველ კერძს მიირთმევთ – თქვენს თავზე სხვადასხვა სახეობის თევზები დაცურავენ. ხოლო თუკი იღბლიანი ხართ, ზვიგენს ან კუსაც კი ნახავთ.

4. ვახშამი ცაში

უჩვეულო რესტორნის სამშობლო ბელგიაა, თუმცა მისი პოვნა უკვე მსოფლიოს 45 ქვეყანაშია შესაძლებელი. ვახშამი მიწიდან ათეულობით მეტრის დაშორებით იმართება და ეს სიამოვნება არც თუ ისე იაფი ღირს.

5. პანორამა, საფრანგეთი

ამ რესტორნის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ 360 გრადუსიანი ულამაზესი პანორამით შეძლებთ ტკბობას. რაც შეეხება მენიუს, ის საკმაოდ მარტივი კერძებითაა დაკომპლექტებული.

6. მღვიმე, ტაილანდი

თუკი სანთლის შუქზე, გამოქვაბულში ვახშმობა თქვენი ოცნებაა – მაშინ ტაილანდს უნდა მიაკითხოთ. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ თქვენი მაგიდის მისაღებად დიდ რიგში დგომა მოგიწევთ.

7. ნუდისტური რესტორანი, იაპონია

ცოცხალი ადამიანიდან მირთმეულ საკვებს სულ სხვა გემო აქვს. იაპონურ რესტორანში საკვების მაგიდამდე მისატანად ქალისა და მამაკაცის სხეულებს იყენებენ. აღნიშნულ მეთოდს ისტორიული ფესვები აქვს და ის პოპულარული ჯერ კიდევ სამურაების ეპოქაში იყო.

8. კოლონიალური რესტორანი, ავსტრალია

ამ რესტორნის სტუმრებს მელბურნის ულამაზესი ხედებით ტკბობა შეუძლიათ. მისი ინტერიერი კი აგათა კრისტის ნოველის ანალოგიურია.

თუმცა, მანამ სანამ ამა თუ იმ რესტორნის მონახულებას დაგეგმავთ მათი ხელმისაწვდომობა წინასწარ შეამოწმეთ. ისიც გაარკვიეთ თუ რამდენად აქვთ მათ თავისუფალი ადგილი, რადგან ხშირ შემთხვევაში მაგიდის დასაჯავშნად რიგში ხალხი თვეობით ადრე დგება.

 

კატეგორიები: რჩევები

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05