LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კეზერაშვილის ცოლისძმამ „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ფესბუკგვერდის ადმინობიდან ჩამხსნა – გიორგი გაბელია

234
მელია და გაბელია

გიორგი გაბელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ფეისბუკის გვერდს მართავდა, აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ მას აღნიშნული ფუნქცია ჩამოართვეს.

ამის შესახებ ფეისბუკზე გიორგი გაბელიამ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებიდან მეორე დღეს დაწერა.

გიორგი გაბელია ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერდა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ფეისბუკის გვერდს 2012 წლიდან მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პარტიამ რამდენიმე თავმჯდომარე შეიცვალა, მსგავსი რამ „არც ერთს არ უკადრებია“.

„მეგობრებო, ვიცით გაინტერესებთ თუ რა მოხდა.

2012 წლიდან ვმართავდი წალენჯიხის „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუკგვერდს. აქტივობებს ვმართავდი პირადად მე. 2012 წლიდან პარტიამ შეიცვალა რამდენიმე თავმჯდომარე.

აქამდე, ყოველ ჯერზე, ახალი თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ, ახალი თავმჯდომარე ატარებდა ფეისბუკ ადმინების თათბირს, რის შემდეგაც ვიღებდით ხელახალ ნდობას.

დღეს მოულოდნელად ჩვენს გვერდზე გამოჩნდა არალეგიტიმური პირის მიერ აღწერილი პოსტი, რის შემდეგაც ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და დავრეკეთ ცენტრალურ ოფისში.

რამდენიმე წუთის შემდეგ დამირეკა ვინმე დიმიტრი ჩიქოვანმა და მითხრა, რომ პირადად ჩაგვხსნა 4 ადამიანი ფბ ადმინობიდან.

როდესაც ვკითხე თანამდებობა და ფუნქცია მელაპარაკა აგრესიულად და ეს ადამიანი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა.

ჩემთვის გაუგებარია ამ ადამიანების მოტივაცია და რისი მიღწევა სურს? რა უფლებამოსილება აქვს, ვინ მიანიჭა ეს უფლებამოსილება?

ბატონო ლევან, ასე ჩვენ ვერ დავიხსნით ტყვეობიდან პრეზიდენტს და ვერ შევასრულებთ მის სურვილს საერთო ერთიანობაზე“. – წერს გიორგი გაბელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დიმიტრი ჩიქოვანი „ფორმულას“ დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. ჩიქოვანი 2022 წლის იანვარში ენმ-ის ახალი სამდივნოს დანიშვნის შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივნის პოზიციას იკავებდა. თუმცა მან პარტია რამდენიმე თვეში დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g