LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სოკოლოვი: „კახი კალაძეს დღეში 30-ჯერ ვურეკავ, მაგრამ არ მიღებს!..“

60

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი, რომელიც მოხუცებულთა ჰოსპისში ლოგინად ჩავარდნილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ თბილისის მერთან ბინის საკითხზე ამაოდ ცდილობს შეხვედრას. ის ასევე დასძენს, რომ ჰოსპისში ყოველთვიურად ათას ლარს იხდის.

დავით სოკოლოვი აღნიშნავს:

კალაძე არ მიღებს, ვურეკავ და არ მპასუხობს. მესიჯიც მივწერე პირად ნომერზე – ნუთუ არ გაინტერესებთ, რა მინდა, დღეში 30-ჯერ რატომ გირეკავთ-მეთქი“.

ცნობილი ტელეწამყვანის თქმით, დავით ნარმანიაც არაერთხელ შეუწუხებია ამ საკითხზე, თუმცა ამაოდ, იურიდიული სამსახურიდან სწერდნენ, რომ წერილი მათ არ ეკუთვნოდათ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სად ცხოვრობენ მისი შვილები, დავით სოკოლოვი პასუხობს:

„ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ერთოთახიანში ვერ დაეტეოდნენ. ჩემი რძალი ინვალიდია. მეორე სართულიდან გადმოვარდა და სიარული უჭირს. ჩემს ვაჟს 25 წლის ბიჭი და 22 წლის გოგო ჰყავს. პატარა ბინაში ერთად ვერ ვცხოვრობდით და არც ისეთი უზრუნველყოფილები ვიქნებოდით, როგორიც აქ ვართ…

ჩემმა რძალმა გაიგო ამ ადგილის არსებობის შესახებ. მანამდე ერთი კვირით სხვაგან, თავშესაფარში ვცხოვრობდით. მერე აქ გადმოვედით. ჩემი ბიჭის ამბები ხომ მოგიყევით და ჩემს ქალიშვილსაც თავისი თავი გასჭირვებია. მას ერთი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. რა პრეტენზია შეიძლება წავუყენო?! მხოლოდ ჩემი სიძე მუშაობს. თან ეს თავშესაფარი არ არის, ეს არის ბრწყინვალე ადგილი.

წესით, ბევრად მეტი გჭირდება, ვიდრე ათასი ლარია. თან, წამალსა და ექიმზე მე არ ვფიქრობ. ახლა მიპოვეს ექიმი, რომელმაც შეიძლება, ისე აღმიდგინოს ყველაფერი, რომ კათეტერის მოხსნა შევძლო.

როგორ წარმოვიდგენდი ასეთ სიბერეს! მთელი ცხოვრება არაფერი გვაკლდა. მეც კარგი შემოსავალი მქონდა და ცოლსაც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები