ბრიტანულმა გაზეთმა Mail on Sunday-იმ თებერვალში ხელნაწერი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მეგან მარკლმა მამას ჰარისთან ქორწინების შემდეგ მისწერა. სასექსის ჰერცოგინია ამტკიცებს, რომ Mail on Sunday-ს სტატიები არ შეესაბამება სიმართლეს და მიიჩნევს, რომ გამოცემამ მისი წერილი უკანონოდ გამოაქვეყნა.

პრინცმა ჰარი მეუღლის დასაცავად  ბრიტანულ გაზეთს სასამართლოში უჩივის და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ბოლო პერიოდში,  დაუსრულებელმა პროპაგანდამ აიძულა.

,,დაუნდობელი კამპანია გააქტიურდა უკანასკნელი წლის განმავლობაში, მისი ორსულობისა და ახალდაბადებულ შვილზე ზრუნვის დროს, მე დავკარგე დედა , ახლა კი ვუყურებ როგორ ხდება ჩემი ცოლი იგივე ძალების მსხვერპლი… ყველაზე დიდი შიშია – რომ ისტორია მეორდება“- აცხადებს პრინცი ჰარი.

რაც შეეხება მეორე მხარის პოზიციას, Mail on Sunday-ს წარმომადგენლის განცხადებით, გაზეთი მიიჩნევს , რომ სტატია სტანდარტების დაცვით გამოაქვეყნა და სასამართლოში სიმართლის დამტკიცებას აპირებს.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები