დედამთილისთვის თანხის მოპარვაში ბრალდებული, 29 წლის ნინო ჭითანავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას მოსამართლემ სამი წლის გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, რასაც დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა.

ბრალდებულმა ქალმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის სახლიდან 4 140 ლარი მოიპარა.

მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ნინო ჭითანავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

 

 

 

 

ფოტო:livepress
დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები