„აზროვნების აკადემია“ ნეიროფსიქოლოგ თინათინ ჭინჭარაულის ბლოგს აქვენებს, რომელიც ბავშვის დამოუკიდებლობაზე საუბრობს. ფსიქოლოგი განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მშობლის მხარდაჭერა, გამამხნევებელი ფრაზები და ქმედებები. ,,ფორტუნა” გთავაზობთ ამონარიდს ამ ბლოგიდან.

„როდესაც ახლადფეხადგმული ბავშვი გადაადგილდება, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ წაიქცეს. ოდნავ უსწორმასწორობაზეც კი წაბორძიკდეს და დაჯდეს. როდესაც ახალფეხადგმული ბავშვი ცდილობს დაჯდეს მისთვის შედარებით მაღალ სკამზე, გარემოს რეაქცია იქნება „ვაიმე, რას შვრები?! წაიქცევი!“. ასეთი რეაქციის შედეგად ზოგიერთი ბავშვი გადაავადებს ხოლმე თავის ექსპერიმენტებს. ამან კი სხვა კონტექსტში მსხვილი მოტორული უნარების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შეიძლება სირთულე წარმოიქმნას. მსხვილი მოტორული უნარები კი გულისხმობს თავის დროზე დაჯდომას სხვადასხვა სიმაღლის სკამებსა და ზედაპირებზე, სიარულის, სირბილის დაწყებას, ისე გადაადგილებას, რომ არ მიეჯახოს რაღაცებს. გარემოსგან მხარდაჭერა ბავშვს აძლევს საშუალებას მიუხალოვდეს სკამს, სცადოს დაჯდომა  და თუნდაც ვერ შეძლოს. გარემოს ან მშობლის რეაქცია ის კი არ უნდა იყოს, რომ ხელში აიყვანოს ბავშვი და დასვას სკამზე, არამედ, უთხრას პატარას–„კიდევ სცადე!“. სხვათა შორის, ეს არის ფსიქოლოგების საყვარელი ფრაზა და მე მომისმენია ჩემი კლიენტი პატარები, როგორ ამშვიდებენ მშობლებს „დედიკო, ნუ ნერვიულობ, კიდევ სცადე, გამოგივა!“. ეს იყო ჩემთვის ძალიან საამაყო მომენტი“.

მსგავსი თემები