LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეაფასოთ ბავშვი ნეგატიურად, ის პირდაპირ იღებს, რომ არის სულელი, ჯიუტი, უტვინო და პირდაპირ შედის ამ როლში –  ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

133
ninobuadze2021

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის დირექტორი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე მშობელბს ურჩევს არ მიმართონ პატარებს ზედმეტი სახელებით. „აზროვნების აკადემია“ ნინო ბუაძის ლექციიდან მცირე ამონარიდს გვთავაზობს:

„რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ზემოქმედებს გარემო მასზე. ამ ასაკში ბავშვები საკუთარ თავს იმის მიხედვით აფასებენ, როგორადაც მათ სამყარო აირეკლავს. ჩემი რჩევაა, არ დაარქვათ ბავშვს ზედმეტი სახელები, არ შეაფასოთ ხისტად და ნეგატიურად.

ბავშვი პირდაპირ იღებს, რომ არის სულელი, ჯიუტი, უტვინო, პირდაპირ შედის ამ როლში და კარგადაც ასრულებს მას,”-ამბობს ფსიქოლოგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები