LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას

224
17B3357D-DC06-47FF-BDF7-F012669884E4

„მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები – არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კელი დეგნანი ამბობს, რომ როგორც წესი,  პრესასთან პირად შეხვედრებზე არ საუბრობენ, თუმცა როგორც ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შეხვდა, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა.

„დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი იარსებებს..“ - რა იყო ივანიშვილის წერილის მიზანი, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს

"ამის გაჟღერება არის წერილის მიზანი.. დანარჩენი იქ რაც წერია, არც შვეიცარიული ბანკი და ა.შ. არაფრის მომცემი არაა"

„ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად.

მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს.

შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან.

როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g