LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა

145
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ – ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მასთან ხაბეიშვილის ეს განცხადება შეთანხმებული არ ყოფილა.

მიშას გათავისუფლების სანაცვლოდ მზად ვართ, პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს – ლევან ხაბეიშვილი

„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. ამ განცხადებების შესახებ არ ვიცოდი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g