LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელფტი – ჰოლანდიის ზღაპარი და პატარა ამსტერდამი

9_870_489_fixedwidth_retina

მშვენიერი ჰოლანდია, განსაკუთრებით მომაჯადოებელია მისი პატარა ქალაქები მყუდრო ქუჩებით, ამის დასტურია სიტყვით რთულად გადმოსაცემი დელფტი, სადაც თითქოს ზღაპრულ სამყაროში ხვდები და შენც ზღაპრის პერსონაჟად იქცევი. შესანიშნავი ქალაქი და განუმეორებელი ატმოსფერო.

 

დელფტი ნამდვილი მუზეუმია ღის ცის ქვეშ. მას ჰოლანდიის „აბსოლუტურ ცენტრსაც“ უწოდებენ. დელფტის ისტორიული ცენტრი მე-17 საუკუნისაა და კარგად შემონახულია.
მიაჩნიათ, რომ დელფტის ბაზრის მოედანი, ახალი ეკლესიის 109-მეტრიანი სამრეკლოთი ყველაზე ლამაზია ქვეყანაში.

 

ქალაქის სახელწოდება მოდის სიტყვისგან Delf – ხელოვნურად გათხრილი თხრილი, არხი.
სავარაუდოდ XI საუკუნეში გაჩნდა დასახლება, რომელიც მალე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა.

 

ქალაქზე გადის ამსტერდამი-როტერდამი-ბრიუსელის რკინიგზა. ამ მარშრუტის მატარებლები მთავარ სადგურზე ჩერდებიან. დელფტ-ზეიდის (სამხრეთ დელფტი) სადგური მხოლოდ ადგილობრივ მატარებლებს იღებს და ღამით არ ფუნქციონირებს. დელფტი რკინიგზით ასევე უკავშირდება ჰააგას, დორდრეხტს და ეინდჰოვენს.

სახმელეთო ტრანსპორტი ავტობუსის ათობით მარშრუტითაა წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ასევე ისეთებით, რომლებიც დელფტს ჰააგასა და როტერდამს აკავშირებს. კომპანია Connexxion-ის ავტობუსებს მთელ სამხრეთ ჰოლანდიაში ერთიანი ნუმერაცია აქვთ. დელფტს და ჰააგას ტრამვაის ხაზიც აკავშირებს.

 

დელფტის მოსახლეობა 100 ათას ადამიანს ოდნავ აჭარბებს.

 

 

დელფტი ცნობილია ისტორიული ძეგლებით, რომელთა უმრავლესობა მე-16-17 საუკუნეებშია შექმნილი და თვალწარმტაცი არხებით, რომელშიც ძველებური შენობები აისახება.

 

დელფტის რუქა

 

სანახავი

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა პრინსენხოფის სასახლე (Prinsenhof). მუზეუმი (12 ევრო უფროსების ბილეთი) არა მარტო შუასაუკუნეების სურათებს, არამედ ფაიფურისა და ვერცხლის კოლექციას მოიცავს. აქ ერთ დროს მონასტერი იყო, შემდეგ კი ვილჰელმ I ორანელის (ჩუმი) რეზიდენცია.

მუზეუმში 30 მარტიდან 26 აგვისტომდე იმართება Art Nouveau გამოფენა, რომელიც აუცილებელ სანახავთა შრის სახელდება.

სასახლის გვერდითაა 75-მეტრიანი გოთიკური ძველი ეკლესია (Oude Kerk), რომელიც მე-13 საუკუნის ბოლოს ააგეს ხის ტაძრის ადგილზე. აღსანიშნავია ტაძრის იუპ ნიოლისის დაუვიწყარი ვიტრაჟები და კოშკი, რომელიც ვერტიკალიდან რამდენიმე მეტრითაა გადახრილი. მე-17-19 საუკუნეებში ტაძარში სამი მძლავრი ორღანი დააყენეს. დღეს ძველ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღესრულება და ორღანული მუსიკის კონცერტები იმართება.

 

დელფტი იყო ნიდერლანდების პირველი დედაქალაქი.

 

 

ბაზრის მოედანი

ბაზრის მოედანზე კიდევ ერთი გოთიკური ბაზილიკაა, მე-14 საუკუნის ახალი ეკლესია (De Nieuwe Kerk). ის ღიაა დამთვალიერებლებისთვის და ფუნქციონირებს როგორც საკულტო ნაგებობა და როგორც მუზეუმი.

მოედანზეა ქალაქის რატუშაც (მე-17 ს) ნიდერლანდური რენესანსის სტილში. რატუშა საგრაფო ციხის ადგილზე ააგეს შუა საუკუნეებში, მას შემდეგ მხოლოდ ერთი კოშკი შემორჩა.

დელფტი პირველი ქალაქია ჰოლანდიაში, სადაც საციხო კედლები აუგიათ. დღეს მხოლოდ ერთი, აღმოსავლეთის კარიბჭეა შემონახული (მე-15 ს), რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქის არქიტექტურული შედევრია.

 

 

დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტი 1842 წელს დაარსდა.
მაშინ სამეფო აკადემია ერქვა და სამოქალაქო ინჟინრებს ამზადებდა.

 

მუზეუმი

დელფტში რამდენიმე საინტერესო მუზეუმია. მაგალითად, ლამბერტ ვან მეერტენის მუზეუმი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი სახელგანთქმული დელფტის ფილის ნაკეთობებითა და საგნებით. აქ ნახავთ ყველაზე ძველ და ყველაზე საოცარ ქაშანურის ჭურჭლის კოლექციას.

 

სამხედრო მუზეუმი ტურისტებს ნიდერლანდების ისტორიას უყვება, სადაც დაათვალიერებთ სამხედროების ფორმებსა და გადაადგილების საშუალებებს, იარაღსა და ნახატებს.

 

უნდა შეიაროთ ძველ სამეფო ფაიფურის მანუფაქტურაში, სადაც ოსტატები დღესაც ხელით მუშაობენ ძველ დანადგარებზე საუკუნოვანი ტრადიციების მიხედვით. თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება და სუვენირის გაკეთებაც კი.

 

 

დელფტი იან ვერმეერის დაბადების ადგილია.
ოქროს ხანის უდიდესი მხატვარი დაკრძალულია ძველ ეკლესიაში.

 

დელფტი სამხრეთ ჰოლანდიაშია, ორ მსხვილ ქალაქს შორის – როდერტამიდან დელფტამდე 16 კმ-ია, ხოლო ჰააგადან – 12 კმ. დედაქალაქ ამსტერდამიდან დელფტამდე მანძილი 68 კმ-ია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები