LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ ფრიდი: თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი

150
BeFunky-collage (3)

„პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება” , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ვიდრე უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე ჩუმადაა, ემზადება თავდაცვისთვის და რუსეთისთვის იოლი სამიზნე არაა.

„პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში იქნება იმის დემონსტრირება, რომ მისი აგრესიის მოდელი – რუსეთის იმპერიის აღდგენა ომით, არ იქნება წარმატების მომტანი. ეს დაეხმარება საქართველოს, გაათავისუფლებს ამ შიშისგან და მისცემს საშუალებას, მიაღწიოს გაცხადებულ მიზანს, რაც არის უფრო ფართო ევროპის ნაწილად ქცევა. ახლა იოლი დრო არ არის. მე არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ საქართველოს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი. პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ვიდრე უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე ჩუმადაა, ემზადება თავდაცვისთვის და რუსეთისთვის იოლი სამიზნე არაა. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ დღეს არაა აშკარა, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს. ჩემთვის ცხადია, რომ ამ დრომდე პუტინი წარუმატებელია. დაძაბულობა რუსეთში იზრდება. იმედი მაქვს, ეს არის მომენტი, როდესაც ქართველები საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გაერთიანდნენ. კარგად ვიცი პოლონეთი. პოლონეთი საქართველოს ძლიერი მეგობარია. პოლონეთში მმართველ პარტიას და ლიბერალურ ოპოზიციას ნამდვილად არ ეხატებათ გულზე ერთმანეთი. ისინი თითქმის ისევე არიან პოლარიზებული, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პოლონელები ერთიანები არიან. ისინი ახერხებენ ყველა საკითხზე დაპირისპირებას, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით თანხმობას ინარჩუნებენ. სწორედ ამიტომ არის პოლონეთი ძლიერი. ეს კარგი გაკვეთილია“, – განაცხადა ფრიდმა.

ფრიდის თქმით, მას საქართველოს მთავრობის პოზიცია მოსწონს, რადგან  საქართველო გეოგრაფიული მდებარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთდეს თავშეუკავებელი განცხადებები.

„მე გარკვეული სიმპათიით ვარ განწყობილი მთავრობის პოზიციისადმი. თქვენ თავადაც ახსენეთ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის ძალიან კარგი. თქვენ რთულ ადგილას ხართ. მე ეს მესმის, მაგრამ რთული არ ნიშნავს უიმედოს. საქართველოს აქვს შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავშეკავებული პოლიტიკა საჯაროდ, მაგრამ გამბედავი საჯარო სივრცის მიღმა და სახლში, არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, ეს ქართველებმა უნდა შეიმუშაონ“, – განაცხადა ფრიდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g