LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია – კარგია, რომ დრო მოგვეცა განვსაზღვროთ ტერმინები, კრიტერიუმები რა იგულისხმება: გიორგი ხელაშვილი

77
Capture

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში 2022 წლის ბოლომდე უნდა გამოქვეყნებულიყო.

როგორ აპირებს მმართველი გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციიდან ორის: დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია შესრულებას? ამ კითხვას „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა უპასუხა.

„ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს საწყის ეტაპზე, როდესაც ამ ტერმინების განმარტებაზეც კი მიმდინარეობს ცხარე დისკუსია პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ასევე არასამთავრობოებს შორის. კარგია, რომ დრო მოგვეცა, განვსაზღვროთ ტერმინები, კრიტერიუმები რა იგულისხმება“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოყენებული პირობების შესრულებაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ერთმანეთთან.

„ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისიასთან, ევროპის საბჭოსთან და მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ერთმანეთთან“, -აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წელს მოვამზადებთ – მიხაელ რუპი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები