LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

149
1

დღეიდან ავსტრიაში მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

შესაბამისად, ავსტრია გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც ეს რეგულაცია ამოქმედდა.

ხვალიდან, 18 წელს ზემოთ მყოფი თითოეული მოქალაქე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდება, ჯარიმის ოდენობა კი დაახლოებით 3 600 ევროა.

სავალდებულო ვაქცინაციისგან გათავისუფლდებიან ორსულები და ის პირები, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო მიზეზის გამო აცრა არ შეუძლიათ, ვაქცინაციისგან თავისუფლდებიან ის ადამიანებიც, რომლებმაც კოვიდი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა.

ავსტრიის ხელისუფლება შეზღუდვების შემსუბუქებასაც გეგმავს – მაგალითად, რესტორნების მფლობელებს უფლება ექნებათ, სივრცეები ღია დატოვონ შაბათს შუაღამემდე.

პარალელურად, არავაქცინირებულ პირებს აღარ აუკრძალავენ მაღაზიებსა და რესტორნებში შესვლას.

ქვეყანაში ცვლილებები ბოლო დღეებში შემთხვევების რეკორდულად მაღალი რიცხვის ფონზე შედის ძალაში, თუმცა როგორც კანცლერი აღნიშნავს, ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ შესაძლებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და შეზღუდვების შემსუბუქება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g