LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე მოძრაობა აღდგება

402
chavchavadze

ჭავჭავაძის სარეაბილიტაციო მონაკვეთის პირველი ნაწილის სამუშაოები ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, საუბარია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციაზე, ასევე მოეწყო  წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი, ახლა კი სამუშაოები ასფალტის საფარის დასაგებად მიმდინარეობს.

შესაბამისად, დღეიდან ჭავჭავაძეზე  მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებითაც შეგეძლებათ.

რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის სქემას, ის ვაკიდან მელიქიშვილისკენ აბაშიძის ქუჩით იმოძრავებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. 

ლურჯ სანაგვე ურნებს ჭავჭავაძეზე მიწის ქვემოთ ჩაიტანენ (ვიდეო)

განხორციელდება თუ არა ცვლილება სხვა ქუჩებზეც?

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებებიც. ავტობუსები: N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ბაზალეთზე იმოძრავებენ და სწორედ აქედან ჯერ ჭავჭავაძეზე, შემდეგ კი მელიქიშვილზე მოხვდებიან.

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან შეუხვევს ჯერ ერისთავის, შემდეგ ფალიაშვილის ქუჩებზე და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

ჭავჭავაძის სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილს რაც შეეხება, ის მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს. 

სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის გარდა, იგეგმება ბორდიურების, ტროტუარის მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, ასევე გაკეთდება სავალი ნაწილი ველოსიპედებისთვის, შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები იქნება, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები