LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას

140
cargo

ახალი რეგულაციის მიხედვით, 1-ლი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.

დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.

ამიერიდან, დამსაქმებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ტექნოლოგიურ პროცესს, რათა ტვირთის ხელით გადაადგილება და აწევა აუცილებელი არ იყოს. ამ საკითხს შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.

ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მიზანია შემდეგი: თუ არსებობს სამუშაო, სადაც ადამიანებს ფიზიკურად, ხელით უწევს ტვირთის გადაადგილება და არსებობს მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, შრომის ინსპექციას ეძლევა უფლებამოსილება, მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ მექანიკური მოწყობილობა გამოიყენოს, აირიდოს ადამიანის მიერ ხელით შესრულებული ის სამუშაო, რომელსაც მანქანა-დანადგარი შეასრულებდა.

 

1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები