LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში და მომავალ 100 წელს გავივლით იმავე პრინციპებით – პრეზიდენტი

92

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი ეკლესიას, დიასპორას, უმცირესობის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა.

თანამემალულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო, გილოცავთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს, ქვეყნის შიგნით და საერთშორისო მისიებში. 91 წელს, როცა აღვადგინეთ თავისუფლება, ერთად ვიდექით იმ რეფერუნდუმში, როცა ნათლად ვუთხარით, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყენაა.

თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიას ვულოცავ, იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ვულოცავ უმცირესობის წარმომადგენლებს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი, სწორედ ჩვენ მრავალფეროვანებაშია და იმის აღიარებაში, რომ განსხვავებული ვქმნით ერთ ძლიერ სახლემწიფოს.

ვულოცავ დიასპორის წარმომადგენლებს, მათი წვლილი ამ საქმეში დიდია და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს.

ვულოცავ კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს, მათი გამარჯვებები ჩვენ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ.

ვულოცავ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახების გაძლიერებით, აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას.

ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ.

გილოცავთ ბატონო პრემიერო, ვულოცავ მთავრობას და მმართველ პარტიას. ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას.

ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ ჩვენს საქართველოს და მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე, იმიტომ, რომ დემოკრატია თქვენ გარეშე ვერ შედგება.

და სრულაიდ საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ.

დღეიდან გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში და მომავალ ას წელს გავივლით იმავე პრინციპებით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალქეები, მათი მრავალხმრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენ სამშობლობს.

საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად, ამიერიდან გამარჯვების გზაზე ვივლით.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს,” –  მიმართა პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები