LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ლურჯ მიკროავტობუსებში წინ დაჯდომა დასაშვები გახდა

164
Untitled design (6)

დღეიდან, დედაქალაქში მოძრავ ლურჯ მიკროავტობუსებში წინ დაჯდომა დასაშვები ხდება.

ინფორმაცია “ფორტუნას” კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრთნაკადი გაზრდილია და მძღოლებს მოქალაქეების გადაყვანის დროს, აღნიშნული სავარძლების გამოყენების უფლება მიეცათ.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა ეს კოვიდრეგულაციების მოხსნას, კომპანიაში განმარტავენ, რომ “ყველაფერი ერთად თანხვედრაშია”.

რაც შეეხება მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დაყენების აკრძალვას, ეს რეგულაცია კვლავ ძალაში რჩება:

“როგორც ადრე იყო, გაგრძელდება ასევე, კვლავ აკრძალულია და გაკონტროლდება. ამას მონიტორინგის სამსახური მუდმივად აკონტროლებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მძღოლი ამ რეგულაციას არღვევს, კომპანია რეაგირებას ახდენს”, – განუცხადეს “ფორტუნას” კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g