LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან რუსთავი 2-ზე მეგაშოუ “დიდი სცენის” მეორე სეზონი დაიწყო

371
104954307-2631135167105228-3665651703359278120-o (1)

დღეიდან “რუსთავი 2-ზე” უპრეცენდენტო პროექტი “დიდი სცენა” დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს მეგაშოუს რიგით მეორე სეზონია.

მაყურებელი დღეს ნახავს ორნაწილიანი შესარჩევი ტურის პირველ სესიას.

რაც შეეხება ლაივკონცერტებს-5 ივლისს დაიწყება. სად და რა ფორმით გაიმართება ლაივკონცერტები, ამას პროექტის ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.

გა­და­ცე­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი 2”-ის ეთერ­ში ყო­ველ კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე გავა.

ჟი­უ­რის სკა­მებს ნატო მე­ტო­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და­ი­კა­ვე­ბენ.

“არანორმალურად საინტერესო კონკურსანტები მოვიდნენ მეორე სეზონზე. მე ვფიქრობ, რომ ჟიურის ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება და საუკეთესო ათეულის შერჩევა. ცვლილება გვაქვს ჟიურის წევრებში, ამასაც ნახავს მაყურებელი და არაჩვეულებრივი სამეულია შეკრებილი. ეთერში მაყურებელი ნახავს შესარჩევ ორ სერიას და ამის შემდეგ 5 ივლისიდან – ლაივკონცერტებს, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება წინა სეზონისგან,” – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მთავარი რეჟისორმა ნიკა ლომიძემ.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/218709232451750/?__xts__[0]=68.ARAK8W3EZzSPFZtskptu9-d3qO-LnJS_ytDsMdU_kA1shrRCtQzPoGzlHWZ1mXouTN49R6nFTc_kjAMzWZJhIAke3ouioOzp1soGehMnRrMS89EWuyj5xJSXgGhtBmEbix25PED9gv82MBTgJEUTZfCGNoAXBThzVLY-aCpTyMK3z2z8DaQ4mEBO2i-1Kt4qRC8Kyn7c-0IX71E6GTZIrRBxWNWqDQabpzGy05lRTgCnxyQ9NHvhUJsyspoTb_qAh1aMwy-UYcO8kXDR4ocvPQqhaZW3YJ2Pv2PBmOxxLViO4UwUBceYYJNlI7P6QZAWRcB8EZzOb78UlVWY7W7uhb4ZbOP6Qw4i&__xts__[1]=68.ARC5vyjkTj-STMY9vQ_z1kpoFdXMiJBa6L9L_YzDtFLjFshYkvVIPdZrMnz3mp7G2t_Y67Athkt64wNZDJAGXgII1zdgRBXbMGjhnjnLxOkobmC9Z3Ad7fENXl-N-Sh1P8pv3KRIqV2Q4wsbPWqCCSklemCnkpz18zhskMupy74x3-FG9EOBLrNFpev3E4_0uCoSMkcpP2vOs1URU8bTFzqOp6_smp43VG1qPq4k-Z2fj6PJOSydokC4ALIWnhEVv-2UM2T78D1aBJo7Kn3W44o6AcPNcOo-IJHj-tQqpEiyK8ks3rUW3BuSf3JGqKHIy5IO3gxtUJGMSrIOQAzCJSiBqKJqGw9W&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები