თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
სპორტდარბაზებში სიახლეა ის, რომ მომხმარებლებს ფიტნეს ცენტრების შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება პირბადის გამოყენებით მოუწევთ, თუმცა ინტენსიური ვარჯიშების დროს, მისი მოხსნა დაშვებულია.
ამასთან აღსანიშნავია, რომ თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება მაყურებლის დასწრებით პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება
