LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, 17 საათზე, პარლამენტთან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართება – ზურა ჯაფარიძე

166
Untitled design (8)

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 17 საათზე, პარლამენტთან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, „ეს სისტემა არის მორალისგან დაცლილი ბოროტება, რომელიც მხოლოდ აზიანებს ამ ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებას“.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ორგანიზატორი, ვინ იქნება იქ, ვის რა ტრანსპარანტი ეკავება ხელში, ვინ ჩაიწერს ქულებს და ვინ რა ხასიათზე გაიღვიძებს

არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ რუსული ტიპის რეჟიმს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის და რომელსაც ათი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისთვის (და ბევრი გააკეთა საპირისპირო მიზნისთვის), ასეთი ტიპის აქციით უკან ვერ დაახევინებ
პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში სავალდებულო გაწვევის გაუქმების მოთხოვნით შეიძლება შეიკრიბოს ბევრი ადამიანი. თავისთავად ეს შეკრების ფაქტი არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ამ თემაზე მომავალი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის, როცა ეს რუსული ნაგავი უკვე გატანილი გვექნება ხელისუფლებიდან

ნუ დაიზარებთ, 5 საათზე, პარლამენტის წინ“, – წერს ჯაფარიძე.