LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

96
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კომიტეტის სხდომა იქნება საჯარო და ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ანრი ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთაა ხელისუფლებისთვის და ამ პროცესის შეჩერების არგუმენტი არ არსებობს.

„ეს არის უპრეცენდენტოდ გამჭირვალე, მრავალეტაპიანი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მონიტორინგი გაუწიოს მთელ ამ პროცესს. ეს არ არსებობდა არასდროს, ჩვენ ეს შევქმენით. არის მაქსიმალური გამჭირვალობა უზრუნველყოფილი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომ საბჭოს მაქსიმალურად დაესაბუთებინა თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში დაწერილი ქულა, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო ღია წესით, რომ კანდიდატებს მისცემოდათ გასაჩივრების შესაძლებლობა და სარეიტინგო ქულების მიხედვით მომხდარიყო პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენა, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩეულია მესამე ვადით. ჩვენ გვაქვს პირდაპირი დავალება საზოგადოების მხრიდან, რომ მათი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ და განვახორციელოთ საპარლამენტო საქმიანობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეთა საკითხის განხილვა. ამიტომ, აბსოლუტირად ყველა ოპოზიციონერს აქვს სრული შესაძლებლობა, დასვას შეკითხვები. არ არსებობს რაიმე წონადი არგუმენტი, ან მოსაზრება, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეს პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არ აჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს და არ ატარებს სასამართლო რეფორმას.

magti 5g