LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დღეს პატროტიზმი არაფრის კეთების გამართლებაა, ნაციონალიზმი კი, ფაშიზმს დაემსგავსა და ძალიან მაშინებს” – ჯონ ლე კარეს ცნობილი გამონათქვამები

2619
ჯონ ლე კარე გამონათქვამები

ბრიტანელმა მწერალმა დევიდ ჯონ მურ კორნუელმა, რომელმაც ჯონ ლე კარეს სახელი აირჩია ლიტერატურულ ფსევდონიმად, ჯაშუშური რომანების წერით მოიპოვა აღიარება, რადგან მკითხველის ინტერესი სწორედ ჩახლართული სიუჟეტისა და მოულოდნელი ფინალის წყალობით დაიმსახურა.

fortuna.ge გთავაზობთ ჯონ ლე კარეს ფრაზებს:

არ მიყვარს ტელეფონები, არ მიყვარს დიდი ქალაქები. სამი დღე ქალაქში – ჩემი მაქსიმუმია. საერთოდ ნაკლებად ვურთიერთობ ადამიანებთან, რადგან სეირნობა, რომანების წერა და სიმღერა მირჩევნია.

არასდროს მჯერა იმის, რასაც ვხედავ. როცა ჟურნალისტი მსტუმრობს, ყოველთვის ეჭვი მეპარება მის ჟურნალისტობაში. ჩემში პატარა პარანოიკი ცხოვრობს, რომელსაც როგორც ჩანს ვერასდროს დავაღწევ თავს.

ჯაშუშობის გარდა სხვა საქმითაც ვიყავი დაკავებული. ჯერ პირსახოცებს ვყიდდი, მერე სპილოებს ვბანდი, ვასწავლიდი „ოქროს ახალგაზრდობას“ იტონის უნივერსიტეტში და ბავშვებს გონებაშეზღუდულთა სპეციალურ ინტერნატში.

საზღვარი არ აქვს ტაბლოიდების უზნეობას. არ ვიცი რა ტიპის ადამიანები მუშაობენ იქ, მაგრამ ჩემთვის ისინი მხოლოდ არამზადები არიან.

ადამიანებს სიგიჟემდე უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი, როცა მათ უსმენენ და არ ეკამათებიან.

შინაგანი კონფლიქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საკუთარ თავთან კამათი არ შეგიძლია, მაშინ ვერც სხვას გაუწევ ოპონირებას.

ძალიან არ მინდა ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ რატომღაც სწორედ ამით ვარ მთელი ცხოვრება დაკავებული და ეს მაშინ, როცა თვითონ საოცრად მსუბუქი და თავქარიანი ვარ.

დაზვერვის არსი – ინფორმაციის შეგროვებაა, ანუ მზვერავიც იმას აკეთებს, რასაც ჟურნალისტი, თუმცა მისი ინფორმაცია საიდუმლოა.

ყოველთვის მირჩევნია ბაზარში მოვაჭრეს ვესაუბრო, ვიდრე კოლეგა მწერალს.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს გამბედაობაც ემატებათ.

დღეს პატროტიზმი არაფრის კეთების გამართლებაა, ნაციონალიზმი კი, ფაშიზმს დაემსგავსა და ძალიან მაშინებს.

თუ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, გაკიცხვა და გაკრიტიკება გიყვარს, მაშინ კეთილი ინებე და მისი ცხოვრებით იცხოვრე.

ადამიანები ერთმანეთს ყოველდღე ატყუებენ, ზოგჯერ მათი ტყუილი საოცრად მომხიბვლელი და სრულიად უბოროტოა. ადამიანი ყოველდღე ახალ ტყავში იბადება და ახალ ისტორიას იგონებს, რათა უკეთ გამოიყურებოდეს სხვისთვის და საკუთარი თავისთვის.

მხოლოდ იმის სიყვარული შეიძლება, რასაც უღალატებ და მხოლოდ იმის ღალატი შეიძლება, რასაც ძალიან შეიყვარებ.

ადამიანს, რომელიც თანამედრო სამყაროს ჩამოყალიბების მოწმე გახდა, მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს ან იცინოს, ან თავი ჩამოიხრჩოს.