LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს და განმიცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთო – გიგი უგულავა

197
გიგი-უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ის საზღვარზე გააჩერეს და უთხრეს, რომ გაწითლებულია. პოლიტიკოსის განმარტებით, სასამართლოს მიერ მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული.

„შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი “ოპრიჩნიკი პოლიცია“, – წერს გიგი უგულავა.

პოლიტიკოსი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

„ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“, – აცხადებს გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები