LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თბილისში ორი აქცია გაიმართება

257
75237570-720609638417344-5923588434735136768-n-700x394

დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება. პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე სამოქალაქო მოძრაობის წევრები 15:00 საათზე შეიკრიბებიან. მათ საერთო მოთხოვნები აერთიანებთ:

„საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“. 

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით ითხოვენ

ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს აძლევს და ეს შანსი ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაა. 

აქციას გეგმავენ ასევე “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებიც სასტუმრო “რედისონთან” 17:00 საათზეე შეიკრიბებიან. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდება, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას კი, ემიჯნება.

სამეგრელოდან თბილისში აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მორაობის” წევრები და მხარდამჭერები დილიდან გამოემგზავრნენ. ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, მხოლოდ ზუგდიდიდან აქციაზე 600-მდე მოქალაქე გაემგზავრა.

ჩათვალეთ, რომ მეც მიტინგის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ვარ – სააკაშვილი

100-მდე მოქალაქე დაიძრა ფოთიდანაც. ფოთში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დილის 7:00 საათზე შეიკრიბნენ.

თბილისში მიმდინარე აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში გასამგზავრებლად სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ.

ქართულ ოცნებაში მხოლოდ ბიძო-ბოტები დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

ახლა მთავარია, მოთხოვნების შესრულებაზე დათანხმდეს „ბიძო-ბოტთა“ ერთობლიობა

შეგახსენებთ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g