LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ოცნებაში მხოლოდ ბიძო-ბოტები დარჩნენ – გიორგი ვაშაძე

117
20170804142920

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მათი მოთხოვნებია პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა, შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცვლილებები. ვაშაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც დღეს დაანონსებულ აქციაზე გააჟღერებენ. მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი ყველა მოთხოვნაში ერთიანია:

„ეს არის მოთხოვნები, გნებავთ ულტიმატუმი, რომელსაც უნდა დაუჯეროს და მოუსმინოს ხელისუფლებამ. ძალიან კარგად ვიცით, რომ მათმა წარმომადგენლებმა, რომელთაც დღეიდან ჩვენ ვუწოდებთ „ბიძო-ბოტებს“, განცხადება გააკეთეს, რომ ვითომ არ აინტერესებთ, აი, ხვალ უკვე როგორ არ დააინტერესებთ, მაგასაც ვნახავთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მოთხოვნებს, როგორ გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს. ეს ყველაფერი გაჟღერდება უშუალოდ აქციაზე. დღეს ჩვენ ამის შესახებ არ გეტყვით, რადგან ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, მათ შორის ახალგაზრდებთან შეთანხმებით. ყველა ერთიანად და შეთანხმებულად ვმოქმედებთ, ერი და ბერი გაერთიანებულია, რომ ეს დიდი ტყუილი, მსოფლიო თაღლითობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ჩაიდინა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და საქართველო წავიდეს ნორმალური მართვის პროცესში, ვუშველოთ ხალხს და არა ივანიშვილს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით - მოძრაობა სირცხვილიას მოთხოვნები ცნობილია

არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ

გიორგი ვაშაძე სოფიო ქაცარავას უმრავლესობის დატოვების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებაში მხოლოდ “ბიძო-ბოტები” დარჩნენ:

„ქართული ოცნების“ რღვევა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან „ბიძო-ბოტობა“ არ უნდათ ადამიანებს. აუცილებლად ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია, იქ დარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ „ბიძო-ბოტები“ და მოვუწოდებ, ვინც დარჩა „ქართულ ოცნებაში“, დროულად დატოვეთ ეს მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც ამხელა საჯარო თაღლითობა ჩაიდინა ხალხის წინაშე“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა.

ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე მთავარია ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს დათანხმდეს.

„მოდელებზე შეთანხმებულები ვართ, ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებენ იურისტები. ძალიან ძლიერი იურისტები არიან ჩვენს გუნდში, ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ახლა მთავარია, მოთხოვნების შესრულებაზე დათანხმდეს „ბიძო-ბოტთა“ ერთობლიობა, რომელიც არის ხელისუფლებაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

უმრავლესობის სხდომა დასრულდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები