LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღევანდელ შეხვედრაზე ორი სიახლე მივიღეთ” – რა პირობებით იხსნება სავაჭრო ცენტრები

5990
magazia

დღეს სავაჭრო ცენტრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გაირკვა კონკრეტული პირობები, თუ როგორ გაიხსნება 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები. ჩვენ დეტალებზე “გალერეა თბილისის” დირექტორს ნიკა ცინცაძეს დავუკავშირდით, რომელმაც დღის თემაში თქვა, რომ ორი მთავარი ახალი ამბავია.

"ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა" - თენგიზ ცერცვაძე მთავრობას

სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ

“დღეს ორი სიახლე მივიღეთ – აღარ იქნება შეზღუდვა გასახდელებზე, ასევე დეკემბერში ნაყიდი ნივთები, როგორც დაპირება იყო, გადაიცვლება და მეორე – 20 კვ. მეტრ ფართობზე ერთი ადამიანი იყო დაშვებული, ახლა ეს 10 კვ-მდე შემცირდება. გარდა ამისა, მივიღეთ დაპირება, რომ ორ კვირაში ერთხელ ეპიდსიტუაციის გადახედვა მოხდება, თუ დადებითი ტრენდი იქნება, შეიძლება კომენდანტის საათი შეიცვალოს და შაბათ-კვირას დაწესებული რეგულაციაც მოიხსნას. ამ ნაწილს რაც შეეხება, გაყიდვებზე ეს გავლენას ახდენს იმის მიხედვით, სად მდებარეობს ობიექტი. ჩვენს შემთხვევაში სხვაობა არის კვირის დღეებსა და შაბათ-კვირას შორის, მაგრამ 40% არა, რადგან ცენტრშია ჩვენი ობიექტი. ჩემი აზრით, იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ რაც შაბათ-კვირას ან 7 საათის შემდეგ უნდა დაგვაკლდეს გაყიდვებში, დღის საათებში, ნაწილობრივ მაინც გადანაწილდება ეს მაჩვენებელი.

ტესტირებას რაც შეეხება, თანამშრომლების ტესტირებას თებერვალშიც მთავრობა დააფინანსებს, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% მაინც უნდა გაიტესტოს”, – ამბობს ცინცაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები