LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

500
cagareli mx2020

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ დიდ ხანს მზეზე ყოფნას. ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, დღევანდელი შცდომების გამოსწორება მომავალში რთული იქნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა შეცდომების აღიარებისთვის, მგზავრობისათვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისათვის, სპორტული ტანსაცმლის შესაძენად და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად. საკვებ რაციონში შეიტანეთ უცხიმო ხორცი, თევზეული, ბრინჯი და წიწიბურა. მოერიდეთ კამათს. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, ხელშკრულებების დასადებად, სტომატოლოგიური პროცედურებისთვის და თმის შესაჭრელად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა,  ცხვირი და გრძნობათა ორგანოები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ფირუზ, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  ვერძისა და მერწყულისათვის,  დღე ნეგატიურია კუროსა და მორიელისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები