LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

331
agareli-mixeil-232344345-2019-12-12-10-19-34-224720

დღე განპირობებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ნეგატიური ენერგიებით, რამაც შესაძლოა ყურადღების დეფიციტი გამოიწვიოს და არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, ეს მოვლენა ადამიანებში აგრესიისა, დეპრესიის და სხვადასხვა ცდუნების ალბათობას გაზრდის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მშენებლობის დასაწყებად, სამსახურის შესაცვლელაად, თანამდებობის დასაკავებლად, ხანგრძლივი ინვესტიციების ჩასადებად, საჩუქრების გასაკეთებლად, თმის შესაჭრელად და თმის შესაღებად. დადებითია დღე ლატარეის ბილეთების შესაძენად და იურიდიული საქმიანობისათვის. მოერიდეთ უარყოფილი ემოციების გამოვლენას და სიმძიმეების აწევას.

ჯანმრთელობა – სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი.

დღის ფერები და მინერალები  –  წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი, აღნიშნული ქვები თქვენდამი დადებით კოსმოსურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძთათვის და ტყუპებისთვის,  დაძაბულია დღე კუროსა და მორიელისთვის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები