LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1061
cagareli

კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე, გაითვალისწინეთ უფროსების, განსაკუთრებით დედის რჩევა და შეეცადეთ სწორედ დღეს მოაგვაროთ ყველა ყოფითი პრობლემა, მოერიდეთ საიდუმლოს გაცემას, რომელიც აუცილებლად თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, ბინის შესაცვლელად და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაობის დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, თევზით და უცხიმო ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასამარცხებლად.

დღის ფერები და მინერალები – საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – კარგად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი და ქალწული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g