LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1034
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 12:47 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ეცადეთ გაერკვეთ არსებულ პრობლემებში და მოიძიოთ სწორი გამოსავალი, რადგან სწორედ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და ახალი მეგობრების შესაძენად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუსაოების დაწყება, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სუნელების, შაქრის და მარილიანი საკვების მიღებას.

გაუფრთხილდით დასუსუტებულ ყელს, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, იისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აგატი, ტოპაზი, ნეფრიტი, ჟადეიტი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და მორიელს, ტყპებს, მშვილდოსანს და მერწყულს კი, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რადგან ემოციური არასტაბილურობის ფონზე აშკარად მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები