ხელოვნების, სილამაზის და სიყვარულის მმართველი პლანეტის – ვენერას 7 მარტამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გასვლა ერთის მხრივ, რომანტიზმს და სენტიმენტალურობას, ემოციებს და მგრძნობიარობას, მეორეს მხრივ კი, ილუზიებს და ფანტაზას, სიცრუისა და ღალატისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობებში.

აუცილებლად დაასრულეთ ძველი, ნაკლებად სასიამოვნო საქმეები. განსაკუთრებული წარმატება ელით მიზანსწრაფულ, მხიარულ ადამიანებს კარგი იუმორის გრძნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ განხორციელდება ყველა საბაკო და საფინანსო ოპერაცია. სასიკეთო დღეა ცოდნის და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე მალაქიტი, აგატი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

მსგავსი თემები