LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

520
მიხეილ ცაგარელი

სავსემთვარეობა, ანუ მზის და მთვარის ენერგიის შერწყმა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ნებისმიერის განწყობასა და ჯანმრთელობაზე. მაღალია ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და კონფრონტაციების ალბათობა. მოიმატებს დეპრესია, ორჭოფობა და არასასაიამოვნო ფიქრები. არაა გამორიცხული აჰყვეთ ცდუნება ან დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ პროვოკაციებს, არ ღირს ფულის სესხად აღება და ვალად გაცემა, საცხოვრებლის შცვლა და ახალი საქმის დაწყება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები