LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1488
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი, მოსიყვარულე და გულღია ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

საქმეების მმართველი მარსის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, სწორედ მის დადებით და უარყოფით თვისებებს – ერთის მხრივ, ორგანიზებულობას და შეუპოვრობას, ინტუიციას და ბრძოლისუნარიანობას, მეორეს მხრივ, წყენას და ეჭვიანობას, ზედმეტი პირდაპირობისა და სარკაზმისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.

მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, ნუ აჰყვებით შიშებს და ცდუნებას, რისი ალბათობაც დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების დანიშვნა, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს, თავი შეიკავეთ წყლის პროცედურებისგან.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი და ცისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები