LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

498
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება, უმჯობესია მუშაობისას ძველ და ნაცად ხერხებს მიმართოთ. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ენერგიის ფუჭად ხარჯვას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთის, ბინის შესაცვლელად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სტუმრების მისაღებად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფეხის კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ციტრინი, ძოწი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები