LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

418
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

შავი მთვარის ანუ ლილიტის კუროს ზოდიაქოს ნიშნიდან ტყუპების ზოდიაქოში წლის ბოლომდე გადასვლით გაიზრდება ჭორების  და ინტრიგების, სიცრუის და არასწორი ინფორმაციის გავრცელების ალბათობა. გამოიჩინეთ ყურადღება ხელშეკრულებების გაფორმებისას და გულდასმით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. არაა გამორიცხული გაგირთულდეთ ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რათა არ დაამძიმოთ ისედაც რთული ურთიერთობა.

გაუფრთხილდით სამკაულს და ძვირფას ნივთებს. არაფერი აუკრძალოთ ბავშვებს, რადგან დღეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იქნება მათთვის შეზღუდვების დაწესება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, აუქციონისა და პრეზენტაციის მოსაწყობად, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და სპორტული ინვენტარის შეძენად, თუმცა არ ღირს სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, მსხვილი კაპიტალის დაბანდება და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ამეთვისტო და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები