LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

502
mixeilcagareli20245

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია ავარიებისა და საგზაო შემთხვევების ალბათობა.

მაქსიმალურად მოერიდეთ ტყუილის თქმას, რადგან დღეს ნათქვამი ტყუილი მომავალში აუცილებლად მძიმე სენის მიზეზი გახდება.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნაჩქარევი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, თიხისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები