LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

415
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:33-დან 19:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპებს, კირჩხიბს, მორიელს და მშვილდოსანს, რომლებიც ადვილად გაღიზიანდებიან დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე და ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა, რაც სერიოზული შეცდომების და კონფლიქტების მიზეზი გახდება.

არ ღირს კოლეგებთან საკამათო საკითხების განხილვა, რადგან კამათი აუცილებლად დაპირისპირებით დასრულდება, მოერიდეთ საქმიანი შეხვედრების მოწყობას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა, წვრილმანებს ჩაძიება და პარტნიორის მიმართ ზედმეტი მზრუნველობის გამოვლენა, რადგან ნებისმიერი კეთილი ზრახვა უკუშედეგით დაგიბრუნდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება, დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებთან საქმის დაჭერა, რადგან პრობლემების მოგვარების ნაცვლად უფრო მეტ სირთულეს შეიქმნით.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბრინჯით, წიწიბურათი და ბურღულეულით. არ ღირს სხივური თერაპიის სეანსის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, ობსიდიანი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები