დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი, აქტიური და ოპტიმისტური მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ფინანსური თაღლითობის ალბათობა. არაა გამორიცხული მოტყუვდეთ და დაკარგოთ სოლიდური თანხა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, მსხვილ საყიდებს და ფულის ფუჭად ხარჯვას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი კავშირების გასაბმელად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, საზოგადოებრივი აქტიურობისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ტკბილი, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, ლაზურიტი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქასა და თევზებს.