LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აპრილი ასტროლოგიური პროგნოზი

463
მიხეილ ცაგარელი

პარტნიორულ ურთიერთობაში მოერიდეთ სხვათა დათრგუნვას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ავეჯის რესტავრაციისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად. მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, კრემისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მარგალიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g