მზე დღეს სასწორის მშვიდობიან, კომპრომისულ ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე ტყუპების მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, კომუნიკაბელურ ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად, ეს ტენდენციები, თითოეულ ჩვენგანში უფრო მეტად თვალშისაცემი იქნება.
ეცადეთ, დღეს აქტიურად განახორციელოთ თქვენი გეგმები, შეძლებთ გადალახოთ არა ერთი პრობლემური საკითხი და გადაწყვიტოთ პრობლემები.
პარტნიორულ ურთიერთობებში გაჩნდება სურვილი იმის გაგებისა, თუ რას ფიქრობს პარტნიორი თქვენზე.
საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხილ-ბოსტნეული, ბურღულეული, ზღვის პროდუქტები, რაც თქვენს ორგანიზმზე ძალიან კარგად იმოქმედებს.
დღეს შედეგიანია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სახსრების მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – მოვერიდოთ უჰაერო სივრცეებში ყოფნას, სიმძიმეების აწევას, ძილის წინ ზედმეტი ინფორმაციის მიღებას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, საიდუმლოს გათქმას, თმის შეჭრა-შეღებვას, რემონტის დაწყებას. დღეს ასევე არ ვარგა მანიკიურის და პედიკიურის გაკეთება.
დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოვიყენოთ თოფაზი, აქვამარინი, ამაზონიტი, გიაცინტი, გელიოტროპი – მათი გამოყენების შემთხვევაში ეს ქვები უფრო მეტად მიიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს და ენერგიებს.
ტანსაცმელში ფერებიდან – ნაცრისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
სიზმრები – დღევანდელ სიზმრებს ყურადღება მიაქციეთ, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნიათ.
ეს დღე პოზიტიურია კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის, სწავლისთვის, რეკლამისა და ინტერვიუსთვის, სავაჭრო გარიგებებისთვის.
დღე კარგია საქმიანი შეხვედრებისა და მიმოწერისთვის, ახალი პროფესიების ასათვისებლად, ის ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევას და საბანკო ოპერაციებს.
დღევანდელი დღე კარგია მშენებლობისთვის, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, დაჩირვისათვის, ხელს უწყობს მარცვლეულის აღებას. კარგია ძირნაყოფების ამოსაღებად, ხილის და ყურძნის საკრეფად და იატაკის დასაგებად.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ, სუსტდება ფილტვები, მხრები, ხელები და ბრონქები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ოპერაციების ჩატარება, სასურველი არ იქნება.
ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ლომებისა და მერწყულებისთვის, შედარებით დაძაბულია მორიელის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.
