LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

430
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კონტაქტური და კომუნიკაბელური, მეტად გონებამახვილი ტყუპების, მთვარე კი შეუპოვარი და უშიშარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანების ხასიათშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ ხალხმრავლობას, არ ენდოთ სხვათა ლაპარაკს, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა საკამათო საკითხების გადასაჭრელად და უთანხმოების მოსაგვარებლად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და კაპიტალის დაბანდება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან. მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. გაუფრთხილდით დასუსტებულ სისხლძარღვებს, თავის ზონას და ცხვირს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, სერდოლიკი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ნუ დაუჯერებთ დღევანდელ სიზმარს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები