LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

479
mikheil-cagareli-new

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შეუპოვარი და ენერგიული ვერძის, მთვარე კი, თავისუფლებისმოყვარე და მეგობრული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

სპონტანური მოქმედების, მოულოდნელი შეთავაზებების და შეხვედრების დღეა, ამიტომ არაა გამორიცხული იმ ადამიანებს შეხვდეთ, ვინც დიდი ხანია არ გინახიათ. არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის გაცემა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, საქმიანი კავშირების დასამყარებლად და კონტაქტების გასაფართოებლად, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ხორცის, მჟავე საკვების და ტკბილეულის მირთმევას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, კუნთებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები