LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

725
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:48-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, დაიცავით წესები და კანონები, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ცხოველების და სამშენებლო მასალის, მიწის ნაკვეთის და აგარაკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით, თევზით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ კეთილი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – განსაკუთრებული აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა მართებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს. იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები