LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1101
cagareli

ინტელექტის, გონების და კომუნიკაციის მმართველი მერკურის 29 დეკემბრამდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ოპტიმიზმს, გონებამახვილობას და ლოგიკურ აზროვნებას, კონტაქტურობას და კომუნიკაბელურობას, ორგანიზატორულ შესაძლებლობებს და ლინგვისტურ მონაცემებს, მეორეს მხრივ კი, ეგოიზმს და სარკაზმს, სულსწრაფობას და უყაირათობას გააძლიერებს.

პატიების და ძველი ურთიერთობის აღდგენის დღეა!

თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი, სპონტანური გადაწყვეტილების მიღებისგან, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ცისფერი და ლიმონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ სასწორსა და მშვილდოსანს, რომელიც მართალია, კუროს მსგავსად შეძლებს გააქტიურებას, მაგრამ ვერც ნევროზულობას დააღწევს თავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები